ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კორბო, ტომაზო ტურჩი
Aa
Aa

„ახლა აბსურდია ხვიჩასგან შარშანდელი თამაშის ჩვენება მოითხოვონ...“

ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ იტალიელი ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ. ასე იყო „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგაც.

რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოითქვა.

DAZN-ის ექსპერტი ტომაზო ტურჩი შემდეგ რამეს წერს:

„ხვიჩას ნერვიულობა ეტყობა? დიახ, ასეა. ინდივიდუალისტი შედეგს მაშინ დებს, როდესაც გუნდი გამართულად მოქმედებს. სხვა შემთხვევაში ინდივიდუალისტი თავის გუნდს ვერ ეხმარება. ახალ ყველაფერი სასურველი სცენარით არ მიდის და ხვიჩასგან შარშანდელი თამაშისა და შედეგის მოთხოვნა აბსურდია. სატურნირო ცხრილი და მისი კონტრაქტით გამოწვეული ნერვიულობა მასზე ცუდად ისახება. ამ სეზონში ის ხანდახან საკუთარი თავისთვის უფრო თამაშობდა, ვიდრე გუნდისთვის“.

La Repubblica-ს ექსპერტი ანტონიო კორბო:

„ხვიჩას მომავალი? პირველ რიგში, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხი უნდა გადაწყდეს. ჩემი ინფორმაციით, ბოლო ტურში ლეჩესთან მატჩის შემდეგ, ცნობილი გახდება, თუ ვინ ჩაიბარებს ნაპოლის ახალი სეზონიდან. საკმაოდ დიდი შანსია ეს ჯან პიერო გასპერინი იყოს, რომელიც თავის გუნდებს 3-5-2 და 3-4-2-1 სქემებით ათამაშებს. თუ, ნეაპოლელებს ამ ტაქტიკაზე გადაწყობა მოუწევთ, მაშინ ოსიმენთან ერთად კვარაცხელიას გაყიდვაც იქნება მოსალოდნელი“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას დამატების სურვილს „ბარსელონა“ და პსჟ გამოთქვამენ. პარიზელები ბოლო დროს ყველაზე მეტად აქტიურობენ და ქართველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიან. არის შანსი, რომ ტრანსფერში კოლო მუანიც ჩართონ და ფრანგი იჯარით „ნაპოლიში“ გაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოუდგენელი პროგრესი აქვს, ეს სეზონი კი ბუმი იყო“ - ვალენსიას ყოფილი დირექტორები მამარდაზე
„წარმოუდგენელი პროგრესი აქვს, ეს სეზონი კი ბუმი იყო“ - ვალენსიას ყოფილი დირექტორები მამარდაზე