AJP-ის ტური თბილისში - ბორენა ცერცვაძის მეტოქეები ცნობილია
18 მაისს თბილისი AJP-ის ტურის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლებს. ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობას ქართველი მებრძოლი ბორენა ცერცვაძე მიიღებს.
გამომდინარე იქიდან რომ ცერცვაძე MMA-ის მებრძოლია, ის ჩემპიონატზე ლურჯ ქამრიანებში იასპარეზებს.
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გასამართ ივენთზე ქართველი მებრძოლი კუვეიტელ დანა ალსალეჰს და ებრაელ ლეა სიტკილოვს დაუპირისპირდება.
ბორენა ცერცვაძე AJP-ის ტურზე მესამედ ასპარეზობს, გასულ 2 შეჯიბრზე მან ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ბორენა ცერცვაძე საბრძოლო კლუბის „მემეტეს“ გუნდის წევრია.