ხვიჩა კვარაცხელია, რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

80 მილიონს პლუს კოლო მუანის იჯარა - პსჟ კვარასთვის იბრძვის

ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ იტალიური პრესა შეუჩერებლად წერს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, საქმეში პსჟ არის აქტიურად ჩართული.

იტალიური გამოცემა ხაზს უსვამს გუნდში ფეხბურთელის ძალით დატოვების შემთხვევას, რაც კარგად არ სრულდება ხოლმე.

„კვარაცხელიამ გასულ ზაფხულს გვასწავლა, რომ უკმაყოფილო ფეხბურთელების გუნდში დატოვებას აზრი არ აქვს.

ხვიჩა ბოლო დროს ნერვიულია, ზოგჯერ გაბრაზებული. კვარა თავის არჩევანში არც ისე ნათელია. მატჩების დროსაც ეფექტურობა დაკარგა. ამჟამად მისი კონტრაქტის განახლება მთავარი თემაა.

ამჟამად მის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან. დე ლაურენტისს 120-130 მილიონის მიღება სურს, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაშია, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს შეტანილი. ნაპოლის პრეზიდენტს სურს ხვიჩას ხელშეკრულება ტოპ მოთამაშის შესაფერისად აქციოს, თუმცა მხარეები ჯერ შეთანხმებას ვერ აღწევენ. ისიც მართალია, რომ კვარას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება სურს, რაც მომავალ სეზონში ნაპოლისთან ერთად შეუძლებელი იქნება.

გასულ წელს ვნახეთ და ვისწავლეთ, რომ უკმაყოფილო მოთამაშის გუნდში გაჩერება კარგი მიმართულებით არ წაგვიყვანს, არსებობს გასახდელში გარემოს გაფუჭების რისკებიც, რაც საბოლოოდ მთავარ მიზანს აზიანებს.

პსჟ-ს მოლაპარაკებებში ჩართვა სურს. პარიზელები ცდილობენ 80 მილიონს პლუს კოლო მუანის იჯარა შესთავაზოს, ფრანგს ხელფასსაც თავად გადაუხდიან. ხვიჩა კი ლუის ენრიკეს 4-3-3-ში იდეალური იქნება“.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ გასულ კვირაში 80 მილიონის გადასახდელად მზად იყო. თავად ხვიჩას კი წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, დე ლაურენტისს მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცირე დროში ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია“ | რუფეტე მამარდაშვილს აქებს
„მცირე დროში ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია“ | რუფეტე მამარდაშვილს აქებს