საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

დანაკლისი სერიოზულია - ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ტურნირზე ჩვენი გუნდი 12 ძიუდოისტით იასპარეზებს. მათ შორის 9 ვაჟი, 3 კი გოგონა ძიუდოისტი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები:

  • -60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
  • -66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
  • -73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
  • -81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
  • -90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი
  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

გოგონები:

  • -57 კგ - ნინო ლოლაძე
  • -63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ტურნირს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური. ასევე, ჩვენს ქვეყანას -100 კგ. წონით კატეგორიაშიც არ ეყოლება წარმომადგენელი. წონის ლიდერი, ილია სულამანიძე ტურნირს გამოტოვებს. ასევე, გოგონებს შორის არ იქნება -57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ ჩათვლაში 19-23 მაისს გაიმართება, 24 მაისს კი შეჯიბრი გუნდურ ჩათვლაში ჩატარდება. 2024 წლის მსოფლიო პირველობას აბუ-დაბი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები