რომან დოლიძე
Aa
Aa

რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაქვეითდა

UFC-ის საშუალო წონითი კატეგორიის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში დაქვეითდა.

UFC-ის პორტალზე სია ცოტა ხნის წინ განახლდა, რომელშიც დოლიძე მე-11 საფეხურზე გვხვდება. ქართველი მებრძოლი აქამდე მე-9 პოზიციაზე იყო.

 რომან დოლიძე UFC-ში თავის მომდევნო ბრძოლას 9 ივნისს გამართავს. ქართველი მებრძოლის მეტოქე ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც საშუალო წონაში მე-14 პოზიციას იკავებს და MMA-ში გამართული 14 ბრძოლიდან 12-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება დოლიძეს, რომანმა ბოლოს 2024 წლის თებერვალში იჩხუბა და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნასურდინ იმავოვთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში ქართველი მებრძოლის რეკორდი 12 გამარჯვება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები