სპეცია, ივა გელაშვილი
Aa
Aa

„ხელმძღვანელები გამოსყიდვის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა“ - გელაშვილი საქართველოში დაბრუნდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და იტალიური „სპეციას“ მცველი, ივა გელაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდება. „სპეციასთან“ დაახლოებული სააგენტო Cittadella Spezia წერს, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არ არის, რის გამოც, ხელმძღვანელები გელაშვილს აღარ გამოისყიდიან.

„ივა გელაშვილის საქმე არც თუ ისე სახარბიელოდაა. ქართველმა მცველმა სერია B-ში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. მართალია, „მოდენა ალ პიკოსთან“ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა, მაგრამ ხელმძღვანელები მისი გამოსყიდვის აუცილებლობაში მაინც ვერ დაარწმუნა. „სპეცია“ გელაშვილს ბათუმის „დინამოდან“ არ გამოისყიდის და შესაბამისად, ქართველს სამშობლოში დაბრუნება მოუწევს. მან საკმაოდ ცოტა მატჩი ჩაატარა იმისთვის, რომ გამოსყიდვა გარანტირებული ყოფილიყო“, - წერს იტალიური სააგენტო.

ივა გელაშვილი „სპეციას“ 2023/24 წლების სეზონის დასაწყისში, ბათუმის „დინამოდან“ იჯარის წესით შეუერთდა და სერია B-ში 9 მატჩი, კოპა იტალიაზე კი ერთი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა მცველმა მოედანზე საერთო ჯამში 465 წუთი დაჰყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვის საოცარი შედეგი - ქართველი მცველი ჩემპიონობის სიმბოლოა
აზაროვის საოცარი შედეგი - ქართველი მცველი ჩემპიონობის სიმბოლოა