ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია სიმბოლურში მოხვდა, ვაისი საუკეთესოდ აღიარეს

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია და შესაბამისად, გათამაშების ლაურეატებიც უკვე გამოავლინეს. სიმბოლურ ნაკრებში თერთმეტი მოთამაშიდან ხუთი ბრატისლავის „სლოვანის“ წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, არსებობის ისტორიაში კი მეცამეტედ გახდა. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩეოდა.

პრიზის გარეშე არც ბრატისლავური კლუბის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დარჩენილა, რომელიც ფორტუნა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მან „სლოვანს“ ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლები ზედიზედ მესამედ მოაგებინა. ვაისი დედაქალაქის გუნდს 2021 წლის 11 მარტიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ გამართული 164 მატჩიდან გუნდმა 99 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და 32 წააგო. 2016 წლის 29 მარტიდან 2020 წლის 15 ნოემბრამდე კი ვაისი საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 48 თამაშიდან 16-ში გაიმარჯვეს, 16-ში ფრედ ითამაშეს და ამდენივე მარცხი განიცადეს.

წლევანდელ სეზონს „სლოვანი“ 18 მაისს „რუზემბეროკთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებს და გამარჯვების შემთხვევაში ეს ვაისისთვის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე საიუბილეო, მე-100 მოგება იქნება. კაშიას გარდა, მისი ხელმძღვანელობით ბრატისლავის კლუბში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავაც თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ჟესტი - გურამ კაშია ვიტესს ფინანსურად დაეხმარა
კარგი ჟესტი - გურამ კაშია ვიტესს ფინანსურად დაეხმარა