გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ჩემი ოცნება ვალენსიაში დარჩენაა, თუმცა...“ - მამარდაშვილმა მომავალზე ისაუბრა

„ვალენსია“ – „რაიოს“ მატჩის დასრულების შემდეგ მედიის ყურადღების ცენტრში უპირველეს ყოვლისა მასპინძლების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოექცა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნულოვანი ფრით დამთავრებული მატჩის შეფასებამდე, საქართველოს ნაკრებისა და „ღამურების“ 23 წლის გოლკიპერს უპირველეს ყოვლისა იმ ინფორმაციების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რომელიც გუნდიდან მის შესაძლო წასვლას შეეხება.

რა თქვა მამარდაშვილმა

ჩემი ოცნება ვალენსიაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენაა, თუმცა ეს ბოლომდე ჩემზე დამოკიდებული არ არის. ამ ეტაპზე ამ თემასთან დაკავშირებით სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც შეეხება „რაიოსთან“ თამაშს, ტურიდან ტურამდე ვცდილობ უკეთესი ვიყო და თითოეული დარტყმა მოვიგერიო, რაც ჩემი კარისკენ წამოვა. ცუდი ის არის, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა წინ კიდევ სამი მატჩი გვაქვს და სიტუაციის გამოსწორებას შევეცდებით.

ქართველმა მეკარემ, რომელიც მოედანს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ წარმატებულად დაუბრუნდა, მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 34 მატჩში 35 ბურთი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. „ვალენსია“, რომელიც მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ ჩაატარებს, ოცდათხუთმეტი ტურის შემდეგ 48 ქულით მერვე ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური სეივი, მშრალი მატჩი და MVP - მამარდას მორიგი გამორჩეული თამაში
ეფექტური სეივი, მშრალი მატჩი და MVP - მამარდას მორიგი გამორჩეული თამაში