არსენალი, კაი ჰავერცი, ლეანდრო ტროსარი
Aa
Aa

არსენალი გალიდერდა და ტოტენჰემის იმედი აქვს

ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „არსენალმა“ სტუმრად ისტორიული მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. თუმცა, ლონდონელების მთავარ კონკურენტს, „მანჩესტერ სიტის“ მათზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ 14 მაისს სტუმრად „ტოტენჰემს“ მოუგებს, „მეთოფეებთან“ 2-ქულიანი უპირატესობა ექნება და ბოლო ტურში მთლიანად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრა „კანონირებმა“ ლეანდრო ტროსარდის ერთადერთი გოლით მოიგეს, რომელსაც საგოლე გადაცემა გერმანელმა კაი ჰავერცმა მიაწოდა. სტატისტიკურად „არსენალს“ ამ სტადიონზე დადებითი შედეგის ჩვენება ყოველთვის უჭირს, რადგან „ოცნებათა თეატრის“ მეტსახელით ცნობილი არენადან ბოლო ჩვიდმეტი მატჩიდან სამი ქულა მხოლოდ ორ შემთხვევაში ჰქონდა წაღებული. წელს კი ლონდონელებმა „იუნაიტედი“ როგორც შინ, ასევე სტუმრად დაამარცხეს, რაც ბოლოს 2006-2007 წლებში მოხდა. ეს იყო პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „მეთოფეების“ რიგით 27-ე მოგება, რაც მათ ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ამაზე მეტი გამარჯვება დედაქალაქელებს 1970-1971 წლებში ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა მაშინ ინგლისის ჩემპიონატი არა ოცი, არამედ 22-გუნდიანი იყო და ოცდათვრამეტის ნაცვლად, ორმოცდაორი ტური იმართებოდა.

ოცდაჩვიდმეტი მატჩის შემდეგ „არსენალს“ 86 ქულა აქვს - ამაზე მეტი პრემიერლიგის ისტორიაში გუნდს მხოლოდ 2003-2004 წლების სეზონში (90 ქულა) ჰქონდა დაგროვებული და ის გათამაშება ტრიუმფითა და რაც მთავარია, წაუგებლად დაამთავრა. ბუნებრივია, პრემიერ ლიგის მთავარი შეხვედრა დარჩენილ ორ ტურში სამშაბათს, „ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება იქნება. „დეზებისთვის“ „მეთოფეები“ ყველაზე პრინციპულ და საძულველ მეტოქედ ითვლება და მათი ჩემპიონობა არანაირად არ აწყობთ, თუმცა ეს მათ განწყობაზე ოდნავადაც არ იმოქმედებს, რადგან „ჰოთსპურსს“ თავისი მიზნები აქვს და ჩემპიონთა ლიგის მომტანი მეოთხე ადგილისთვის „ასტონ ვილასთან“ ერთად იბრძვის.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჯერ არაფერი დასრულებულა“ - დეკლან რაისი იმედს არ კარგავს
“ჯერ არაფერი დასრულებულა“ - დეკლან რაისი იმედს არ კარგავს