ვლადიმერ გამყრელიძე, პარიზის ოლიმპიადა
Aa
Aa

ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამასთან, 86 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზიაც აიღო.

გამყრელიძემ გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელ ვასილ მიხაილოვს 8:2 სძლია.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 4 ლიცენზია აქვს: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები