ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

როდის იჩხუბებს ალექსანდრე თოფურია - ესპანური მედია ქართველის დებიუტზე წერს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში შესაძლოა, მიმდინარე წლის 20 ივნისს შედგეს. ინფორმაციას ესპანური სააგენტო Elcierre Digital-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ამ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან, თუმცა, დიდი ალბათობით ქართველ მებრძოლს ჩხუბი 20 ივნისს, ლას-ვეგასში UFC APEX-ში ჩაენიშნება.

ალექსანდრე შესაძლო დებიუტზე კომენტარი მისმა მენეჯერმა, ალვარო ლომენერომ გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრძოლა სავარაუდოდ ივნისში შედგება.

„ყველაფერი ზაფხულისკენ მიუთითებს. მეტოქე, ან ხელმოწერილი ბრძოლა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, ბრძოლა ზაფხულში ჩატარდება“, - განაცხადა კოლმენერომ.

ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა მიმდინარე წლის მაისში უნდა გაემართა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩხუბი გაურკვეველი ვადით გადაედო.

ალექსანდრეს კარიერაში 6 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გამარჯვებაა. თოფურია სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. მან ბოლოს 2023 წლის 20 მაისს იჩხუბა და იოჰან სეგასი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 

ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე მდგომში გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპემ კვარას საყვარელი 7 ნომერი დაუტოვა“ - იტალიური გამოცემა
„მბაპემ კვარას საყვარელი 7 ნომერი დაუტოვა“ - იტალიური გამოცემა