ლუკა ჯავახაძე, რატი ხოზრევანიძე, ნიკოლოზ ღლონტი, ლუკა გელაშვილი, რევაზ ლაშხი
Aa
Aa

მოჭიდავეების ცხრა მედალი ადრიატიკის თასზე

ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდე ნაკრებმა ცხრა მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი 55, 67, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, ლუკა ჯავახაძემ, რატი ხოზრევანიძემ, ნიკოლოზ ღლონტმა და ლუკა გელაშვილმა აჩვენეს, რომლებიც შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.

თორნიკე მიქელაძემ (77 კგ), ანრი დავითაძემ (82 კგ), საბა ფურცელაძემ (97 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. თამაზ ღლონტი კი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა.საქართველოს დელეგაციიდან ხორვატიაში გამართულ ტურნირზე გამოსვლა უმედლოდ ბესო მახარაძემ (60 კგ), ანრი ფუტაკარაძემ (77 კგ), ანრი დავითაძემ (82 კგ) და გორ აივაზიანმა (97 კგ) დაასრულა.

გუნდი ტურნირისთვის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა რევაზ ლაშხმა მოამზადა, რომელსაც ასისტენტების რანგში გიორგი ჯობავა და გიორგი ავაზაშვილი ეხმარებოდნენ. ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეებისთვის ზაფხულამდე გასამართი თითოეული საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესად განიხილება, რომელსაც 24 ივნისიდან 7 ივლისამდე სერბეთის ქალაქი ნოვი სადი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობა | ზოიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა - ხვალ კიდევ 2 ლიცენზიის მოლოდინში
ჭიდაობა | ზოიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა - ხვალ კიდევ 2 ლიცენზიის მოლოდინში