ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ბოლო თხუთმეტი წლის ანტირეკორდი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ ფიორენტინას“ და საკუთარ სტადიონზე „ლეჩეს“ შეხვდება და ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში 57 ქულას დააგროვებს, რაც რამდენად საკმარისი იქნება, ევროპა ლიგის, ან თუნდაც კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, რთული სათქმელია. აი, კამპანიური გუნდი რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ეს ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების „ბოლონიასთან“ მარცხის შემდეგ საბოლოოდ ცნობილი გახდა.

ერთი რამ ცხადია, დაგროვებული ქულების რაოდენობით, ბოლო ორივე შეხვედრაში რომც გაიმარჯვოს, „ნაპოლი“ უკანასკნელი 15 წლის ანტირეკორდს დაამყარებს. ოცდათვრამეტი ტურის შემდეგ 57, ან მასზე ნაკლები ქულა „პარტენოპეის“ ბოლოს 2009 წელს ჰქონდა, როდესაც სერია A 46 ქულით დაასრულა, რა დროსაც გუნდს ედოარდო რეია ავარჯიშებდა. ბუნებრივია ჩემპიონის რანგში მოთამაშე „ნაპოლისგან“ ასეთ სუსტ ასპარეზობას არავინ ელოდა და რა თქმა უნდა, ზაფხულში კლუბში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა იმდენად ხშირად იწერება პსჟ-ს მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე, რომ შესაძლოა 23 წლის ქართველი მომდევნო სეზონში ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელი აღარც იყოს.

  ოცდათექვსმეტი ტურის შემდეგ 51 ქულით „ნაპოლი“ მერვე ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ „ატალანტას“, რომელსაც მასზე ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, 9 ქულით ჩამორჩება. კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში 10 გოლთან ერთად, 7 საგოლე პასიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ - იტალიური მედიის მწვავე კრიტიკა
“არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ - იტალიური მედიის მწვავე კრიტიკა