გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

ატლეტიკოს მამარდა ძალიან მოსწონს - Relevo ობლაკის შესაძლო წასვლაზე

ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოში’’ იან ობლაკის მომავალი გაურკვეველია, 31 წლის სლოვენიელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა თუ საინტერესო წინადადებას მიიღებს, კლუბი და ფეხბურთელი ამ შეთავაზებას განიხილავენ.

Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს „ვალენსიას’’ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძალიან მოსწონს და მასზე თვალი უჭირავს. ობლაკის ტრანსფერის შემთხვევაში „ატლეტიკოსთვის’’ პრიორიტეტი მამარდას შეძენა იქნება. ზოგადად, „ატლეტიკოს'' მხრიდან მამარდას მიმართ ინტერესზე არაერთხელ დაიწერა, Relevo-ს ინფორმაციიდან გამომდინარე ინტერესი კვლავ რეალურია და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ქართველი მეკარე, რომელიც რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს კარიერის სტარტზე თბილისის „დინამოდან'' გაუშვეს, ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღმოჩნდება.

23 წლის მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 35 მილიონი ევროა და გიორგი ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდამ 33-დან 12 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მხოლოდ ორ მეკარეს ჩამორჩება, უნაი სიმონსა (16 მშრალი მატჩი), და ალექს რემიროს (14 მშრალი მატჩი). ქართველის მსგავსად მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და სტოლე დიმიტრიევსკიმ 12 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები