ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო მატერაცი გამორჩეული ხასიათის ფეხბურთელები იყვნენ. იყო დრო, როდესაც ისინი ბურთს ერთად „ინტერში“ აგორავებდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შვედმა „ნერაძური“ „მილანში“ გაცვალა..
იტალიელ უკანახაზელს არასდროს ჰქონდა რბილი ხასიათი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ის 2006 წლის მუნდიალის ფინალით არის ცნობილი, რომელშიც ზინედინ ზიდანს დაუპირისპირდა.
ზინედინ ზიდანთან ინციდენტის შემდეგ მოგებული აშკარად მარკო დარჩა, რის შემდეგაც „მამლების“ კაპიტანი მინდვრიდან გააძევეს, ხოლო იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იმავეს ვერ ვიტყვით ზლატანთან დაპირისპირებაზე. მატერაციმ თავი ბოლოს საავადმყოფოში ამოყო. იბრამ მას 2010/2011 წლების სეზონის პირველ მილანურ დერბიში „კუნგ ფუს“ ილეთით დაარტყა..
მატერაცის მეტსახელად „მატრიცას“ ეძახდნენ, თუმცა მას ამან არ უშველა. სპორტულმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ იბრაჰიმოვიჩის დარტყმის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვედი კი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა.
თავდაპირველად ზლატანმა უარყო, რომ მან ეს სპეციალურად ჩაიდინა, თუმცა 2019 წელს ყველაფერი აღიარა. Daily Mail მის სიტყვებს ციტირებს:
„მატერაციმ მკვლელივით და ნამდვილი ასასინივით გამომიწვია. ის მკაცრი ფეხბურთელი იყო. ეს კარგია, მაგრამ არსებობს ორი გზა, თუ როგორ უნდა იყო მკაცრი ფეხბურთელი. აქედან ერთი შენთვის ტკივილის მოყენებას ისახავს მიზნად. მეორე კი მალდინის მაგალითია. ისიც მკაცრი იყო, მაგრამ გაწონასწორებული და განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა.
ყველაფერი 2006 წელს იუენტუსისა და ინტერის მატჩის დროს დაიწყო. მატერაციმ ძლიერად ჩამარტყა და მოედნის დატოვება მომიწია. კაპელომ მითხრა, რომ შემცვლიდა, მაგრამ უარი ვუთხარი. მოედანზე დაბრუნება და შურისძიება მინდოდა. მოედანზე დაბრუნებიდან 2 წუთში ტკივილი ვიგრძენი და მატჩი ვეღარ გავაგრძელე. შემდეგ მე წავედი ჯერ ინტერში, შემდეგ ბარსელონაში და მილანის დროც დადგა.
პირველივე დერბიში ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ჩემთვის მოტივაცია იყო, თუმცა, თუ საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევ ეს კარგი არ არის. პენალტი მოვიპოვე და მილანი დაწინაურდა. ვინ დაარღვია თამაშის წესი? მატერაციმ.
მეორე ტაიმში მატერაცი ჩემკენ მოდიოდა და მას „ტაეკვანდოს“ ილეთით დავარტყი. ის პირდაპირ საავადმყოფოში გავაგზავნე. დეიან სტანკოვიჩმა მკითხა, თუ რატომ გავაკეთე ეს. ვუპასუხე, რომ ამ მომენტს წლების განმავლობაში ველოდებოდი.“
რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ფეხბურთელის პიროვნულბაზე მკაფიოდ მეტყველებს. ამდენი ხანი ელოდა ერთ მომენტს შურისძიებისთვის და შემდეგ განახორციელა ისე, რომ მარკო საავადმყოფოში გაგზავნეს.
როგორც კი ზლატანმა მომხდარი აღიარა, მარკომ მას „ინსტაგრამის“ პოსტის საშუალებით უპასუხა. იტალიელმა ყოფილმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მოგების აღმნიშვნელი სურათი დადო და დააწერა: „მივედი, ვნახე დავამარცხე. ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში, გმადლობ შენ ზლატან! შენ რომ არა, ჩვენ ვერასდროს გავიმარჯვებდით.“
View this post on Instagram
იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2023 წელს დაასრულა, ცნობილია, რომ არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა. მან იმ წლებში დატოვა ინტერი და ბარსელონა, როდესაც მათ ევროპის ყველზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგეს. ასე რომ, სავარაუდოდ მატერაცის დადებული პოსტი მას გულზე მოხვდა და ეტკინა, მაგრამ ისე არ ეტკინებოდა, როგორც მარკოს „ტაეკვანდოს“ ილეთით დარტყმული ფეხი.
რეალურად კი ზლატანს მართლაც სურდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ეს 2017 წელს Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუშიც ნათლად გამოჩნდა:
„მინდა მოვიგო ის ნებისმიერ ფასად. ყოველ წელს, როცა მე ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ ჩემპიონობის დაუოკებელი წყურვილი მაქვს, მაგრამ ნება მომეცით მივმართო ყველა იმ მოთამაშეს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და შემდეგ უკვალოდ გაქრნენ:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩ.ლიგა ვერასდროს მოვიგე მე მაინც ყოველ წელს ვამტკიცებდი, თუ ვინ ვიყავი. 20-წლიან კარიერას და 33 ტიტულს ერთ ჩემპიონთა ლიგაზე არ გავცვლიდი, რადგან მე ყოველ წელს ვდომინირებ.“