ლუკა პარკაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი: პარკაძე დაბრუნდა და დუბლებში გოლი გაიტანა

„ბაიერნიდან’’ „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებულმა ლუკა პარკაძემ ტრავმა მოიშუშა და სარეზერვო გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა. გუშინ „ადმირას’’ მეორე გუნდმა „მანერსდორფს’’ 7:1 მოუგო, ლუკა პირველი ტაიმის მიწურულს ჩაერთო თამაშში, 78-ე წუთზე გოლი გაიტანა, მისი გოლით ანგარიში 5:0 გახდა.

ლუკა „ბაიერნის'' საკუთრებაა და ავსტრიულ კლუბში იჯარით მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, თუმცა კუნთის ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, რამდენჯერმე პირველი გუნდის სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმამ შეაწუხა, რეგულარულად პირველ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა. დაბრუნების პროცესი გაიწელა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდში მართავს ფორმაში შესვლის მიზნით.

ცნობისთვის, 19 წლის გარემარბი თბილისის „დინამოს''აკადემიის აღზრდილია, 2023 წლის ზაფხულში „ბაიერნს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გერმანულმა გრანდმა 18 წლის შემტევი „ადმირაში“ ერთ სეზონით გაანათხოვრა.

მსგავსი სიახლეები