“არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ - იტალიური მედიის მწვავე კრიტიკა
სერია ა-ს მიმდინარე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა და ფაქტობრივად ევრო ტურნირებზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
ინერტული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ღირებული ვერაფერი შექმნა. მატჩის დასრულების შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი იტალიურმა მედიამ გააკრიტიკა.
The Morning:
„მარცხენა ფლანგზე პოშს აწუხებდა, თუმცა ხიფათი ვერ შექმნა, რადგან ლუკუმი დაზღვევაზე კარგად თამაშობდა. მას რაღაც უნდა მოეფიქრებინა, მაგრამ არც ფეხები და არც გონება არ ემორჩილებოდა.“
Corriere dello Sport:
„კარგად დაიწყო და პოშს თითქოს უმკლავდებოდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად პრობლემები დაეწყო. პოში საბოლოო ჯამში ადვილად გაუმკლავდა.“
Gazzetta dello Sport:
„ყველაზე უარესი უარესს შორის. პროტესტის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. იშვიათი წარმატებული დრიბლინგი კარგ შედეგამდე არ მიიყვანს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 43 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, რომ კვარას გადაბირებით „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდება და აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებას მართავს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მერვე ადგილი კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, თუმცა მეცხრე პოზიციაზე მყოფ ფიორენტინას 50 ქულა აქვს და „პარტენოპეიზე“ 2 მატჩით ნაკლები გამართა. პოტენციურად ფლორენციელებს 56 ქულა აქვთ.