გადაწყვეტილება მიიღო - დე ლაურენტისმა მწვრთნელი შეარჩია
სერია ა-ს მიმდინარე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ 0:2 დამარცხდა და ფაქტობრივად ევრო ტურნირებზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანჩესკო კალცონა მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. კლუბი კი ახალი სპეციალისტის ძიებაშია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, CalcioNapoili24 ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ბოლონიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი წყობიდან გამოვიდა და გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტის პრიორიტეტი ჯან პიერო გასპერინი გახდა. დე ლაურენტისმა გუნდის სხვა ხელმძღვანელებთან ისაუბრა და იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება დაგეგმა.
ამ მომენტისთვის მოლაპარაკებას ხელს ევროპის ლიგის ფინალი უშლის, რომელშიც „ატალანტა“ გავიდა. წყაროს ცნობით, ფინალის შემდეგ აქტიურად დაიწყება მოლაპარაკება და დე ლაურენტისი გასპერინის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.
CalcioNapoli24 იმასაც წერს, რომ თუ ჯანპიერო ვერ დაითანხმეს პრიორიტეტი კვლავ ანტონიო კონტე გახდება, თუმცა ამ შემთხვევაში შანსი ცოტაა, რადგან კონტეს „ჩელსიში“ დაბრუნება სურს. ბოლო ვარიანტი კი სტეფანო პიოლია.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მერვე ადგილი კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, თუმცა მეცხრე პოზიციაზე მყოფ ფიორენტინას 50 ქულა აქვს და „პარტენოპეიზე“ 2 მატჩით ნაკლები გამართა. პოტენციურად ფლორენციელებს 56 ქულა აქვთ.