ლუის ენრიკე
Aa
Aa

წარუმატებლობა? ვცდილობ თავაზიანი ვიყო - ენრიკე ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ტულუზასთან'' მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა, კითხვა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ეხებოდა. ესპანელი სპეციალისტი ნახევარფინალში მარცხს წარუმატებლობად არ მიიჩნევს, აქცენტს ტურნირის მასშტაბურობაზე აკეთებს, ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის პსჟ ტოპ 4-ში მოხვდა.

ჟურნალისტის შეფასებით ნახევარფინალში მარცხი წარუმატებლობაა, რასაც ენრიკე არ ეთანხმება და როგორც ფრანგული გამოცემენი წერენ, 54 წლის სპეციალისტი ჟურნალისტის ამ მოსაზრებამ გააბრაზა.

ლუის ენრიკე: „დარწმუნებული ხართ სიტყვა „წარუმატებლობა’’ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს გამოსვლას კარგად გამოხატავს? ვცდილობ თავაზიანი ვიყო: რამდენი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე? არ იცი ? შესაძლოა, შეცდომა ის არის, რომ არ გამოგიკვლევია თუ რამდენი გუნდი თამაშობს იქ. მოდით, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ და რაიმე პრობლემები თავიდან ავირიდოთ.

გულწრფელად რომ გითხრათ, „დორტმუნდთან'' მარცხით ჯერ კიდევ გულნატკენი ვარ, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ფინალში გავიდოდით. არ ვფიქრობ რომ შედეგი ჩვენს ძალისხმევას ასახავს. 100 პროცენტით დავიხარჯეთ, თუმცა შედეგი ბრწყინვალე არ იყო’’.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდმა'' პსჟ დაამარცხა, ორივე მატჩი გერმანულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო (1:0, 0:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები