კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: ვიცოდით, რომ მბაპე მიდიოდა - ახალი სეზონიდან უფრო ძლიერები ვიქნებით

ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პსჟ-მ მბაპეს გუნდიდან წასვლის შესახებ დიდი ხანია იცოდა.

25 წლის ფორვარდმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პსჟ-დან მიდის და მისი ახალი გუნდის სახელი სეზონის დასრულების შესახებ გახდება ცნობილი.

„ეს სპორტი იმდენად რთულია, რომ საუკეთესო მოთამაშეების მქონე გუნდებიც ყველა მატჩს ვერ იგებენ. როგორც ყველამ, კილიანის წასვლის შესახებ დიდი ხანია ვიცოდით.

მაგრამ ეს არ ცვლის საერთო სურათს. ჩემი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რასაც მე ვფიქრობდი, თუ რა იყო საუკეთესო გუნდისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა მოვიგოთ ტიტული, ეს არის ჩვენი მიზანი. დარწმუნებული ვარ, როგორი ფეხბურთელებიც არ უნდა იყვნენ, მომავალ სეზონში გავძლიერდებით.

მბაპეზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მესმის მისი გადაწყვეტილება, მან აქ გაატარა 7 წელი. ის კლუბის ლეგენდაა. მან ყველაფერი გასცა პსჟ-სთვის.

ჯერ არ უთქვამს სად მიდის, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს აშკარაა. დიდი პატივი იყო მისი გუნდში ყოფნა. ის ლიდერია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“,

- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.

99%-ით გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ალ-ხელაიფი უმადურად თვლის - პსჟ-დან ლიდერი კონფლიქტით მიდის
მბაპეს ალ-ხელაიფი უმადურად თვლის - პსჟ-დან ლიდერი კონფლიქტით მიდის