ვილი სანიოლი, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ კვეკვესკირი
Aa
Aa

სანიოლი პოლონელებს კაკაბაძე-კვეკვესკირის დუეტზე ესაუბრა

მას შემდეგ რაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ისტორიულ წარმატებას მიაღწია და გახდა პირველი ფრანგი, რომლის ხელმძღვანელობითაც უცხო ქვეყნის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ვილი სანიოლი ევროპული მედიის დიდი ყურადღებით სარგებლობს. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუს შემდეგ, ის პოლონურ გამოცემა Sport.pl-ს გაესაუბრა და ბუნებრივია ძირითადი შეკითხვები „ლეხსა“ და „კრაკოვიაში“ მოთამაშე ქართველებს, ნიკოლოზ კვეკვესკირსა და ოთარ კაკაბაძეს შეეხებოდა.

რა თქვა სანიოლმა

ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სათამაშოდ პოლონეთის ჩემპიონატს აირჩევენ, ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მუდამ მზად და ჩემი ყურადღების ქვეშ იქნებიან, რადგან ექსტრაკლასა საკმაოდ ძლიერი ლიგაა, სადაც თუ დისციპლინას არ იცავ და კარგი ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევი, უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებ. კვეკვესკირი და კაკაბაძე კი წლებია აქ თავისი გუნდის საკვანძო ფიგურები არიან, რის გამოც მათ თვალდახუჭული ვენდობი.

სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე პირველად გავიდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი მომზადებული გუნდის მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან. საერთო ჯამში 2021 წლის 15 თებერვლიდან დღემდე ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გამართული 33 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 16 მოიგეს,. 5 ფრედ დაასრულეს და 12 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: საქართველოში ასეთი მიდგომა აქვთ - ყველაფერი ან არაფერი
სანიოლი: საქართველოში ასეთი მიდგომა აქვთ - ყველაფერი ან არაფერი