„დაცვაში და შეტევაშიც ძალიან კარგია, პროგრესი აქვს“ - აზაროვს აქებენ
უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოლეგ შალაევი ადგილობრივ მედიას footboom1-ს დონეცკის „შახტარის“ შესახებ ესაუბრა და ირაკლი აზაროვის პროგრესსაც შეეხო.
- რაში მდგომარეობს შახტარის უუნარობის საიდუმლო გაზაფხულის სეზონში?
„ნებისმიერ ფენომენს ვერ მოუძებნი ერთ ახსნას - ყველაფერი რთულია. რა თქმა უნდა, ეს არის სხვაობა მეტოქეებს შორის, რის გამოც დონეცკელები ზოგჯერ შედარებით მარტივ გამარჯვებებს აღწევენ და უფრო დიდი ფაქტორია, როდესაც მოწინააღმდეგე მოედანზე კაცნაკლული რჩება, როგორც ეს ზორიასთან მატჩში მოხდა. არც თუ იშვიათ შემთხვევებში მატჩის ბედს ფეხბურთელის ინდივიდუალური ფაქტორიც წყვეტს.
გარდა ამისა შახტარში ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა ბრაზილიელი ლეგიონერების ახალმა ტალღამ. ასევე შესანიშნავად პროგრესირებს ირაკლი აზაროვიც. ის მნიშვნელოვანი შემსრულებელია, რომელიც თავდაჯერებულად გამოიყურება. აზაროვი შეტევაშიც და დაცვაშიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ისე გამოდის, რომ გუნდს ყოველ შეხვედრაში კოზირი ყოველთვის აქვს და ეს არსებული მაღალი კონკურენციის დამსახურებაა“.
აქვე გეტყვით, რომ აზაროვისა და გოჩოლეიშვილის „შახტარი“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატს დასრულებამდე 3 ტურით ადრე 4-ქულიანი ფორით ლიდერობენ. მათი უახლოესი მდევარი კიევის „დინამოა“. დონეცკელები ასევე თასის ფინალშიც ითამაშებენ, სადაც პოლტავის „ვორსკლას“ შეხვდებიან.