ნასერ ალ ხელაიფი, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს ალ-ხელაიფი უმადურად თვლის - პსჟ-დან ლიდერი კონფლიქტით მიდის

გუშინ გავრცელდა კილიან მბაპეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მისთვის წლევანდელი სეზონის პსჟ-ში ბოლოა და ზაფხულში კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს. განცხადებას დართული ჰქონდა ვიდეო, სადაც 25 წლის ფრანგი ფორვარდი განვლილ წლებს აჯამებდა. Le Parisien-მა კი გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მბაპემ მადლობა ყველა იმ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს გადაუხადა, რომლებთან მუშაობაც მოუწია, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი კი საერთოდ არ უხსენებია.

პსჟ-ს საუკეთესო ბომბარდირისა და ფეხბურთელის ასეთ საქციელს თავისი ახსნა აქვს - გავრცელებული ინფორმაციით, სანამ წასვლის თაობაზე საჯარო განცხადებას გააკეთებდა, მას კლუბის კატარელ მეპატრონესთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. როგორც ამბობენ, ალ-ხელაიფი მას ახალი, გაუმჯობესებული პირობების კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდა, რომლის შემდეგაც ის პარიზული გუნდის ახალი პროექტის მთავარი დასაყრდენი და წამყვანი ფიგურა იქნება, რაზეც მბაპემ უარი თქვა, საპასუხოდ კი პრეზიდენტმა მას უმადური ადამიანი უწოდა.

შვიდი წლის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით გამართულ 306 შეხვედრაში კილიან მბაპემ 255 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად 6-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ ქვეყნის თასი და 2-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპემ კვარას საყვარელი 7 ნომერი დაუტოვა“ - იტალიური გამოცემა
„მბაპემ კვარას საყვარელი 7 ნომერი დაუტოვა“ - იტალიური გამოცემა