იურგენ კლოპი, არნე სლოტი, სტივენ ჯერარდი, ბრენდან როჯერსი
Aa
Aa

სლოტი ლივერპულში კლოპის სახლში იცხოვრებს

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მომდევნო სეზონიდან იურგენ კლოპს არნე სლოტი ჩაანაცვლებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნიდერლანდელი სპეციალისტი გერმანელის არამხოლოდ თანამდებობას, არამედ საცხოვრებელ სახლსაც დაიკავებს.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს ფოტოები მერსისაიდის საგრაფოში ფორმბის რაიონში მდებარე კლოპის სახლთან, სადაც მან თავისი ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო და რამდენიმე სატვირთო ავტომობილით გადაზიდა. სახლი 4 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, რომლის მფლობელიც არა კონკრეტული პიროვნება, არამედ „ლივერპულია“ და ამ აპარტამენტს კლუბის ხელმძღვანელები იმ ადამიანს უთმობენ, რომელიც მოცემულ დროს მთავარ მწვრთნელად მუშაობს. სხვათა შორის, თავის დროზე ბინა ბრენდან როჯერსს ეკუთვნოდა, რომლისგანაც კლუბის ხელმძღვანელებმა გამოისყიდეს, როჯერსმა კი თავის დროზე ეს სახლი სტივენ ჯერარდისგან შეიძინა.

არნე სლოტის სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „ფეიენოორდს“ უკავშირდება, რომელსაც ის რამდენიმე კვირაში დატოვებს. 45 წლის სპეციალისტთან ერთად როტერდამელებმა 147 მატჩიდან 95 მოიგეს, 29 ფრედ დაასრულეს და 23 წააგეს. თითოჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებულები, 2022 წელს კი უეფას კონფერენს ლიგის ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაკმაყოფილდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ფასები ბილეთებზე - ლივერპული კლოპთან გამოსამშვიდობებლად ემზადება
რეკორდული ფასები ბილეთებზე - ლივერპული კლოპთან გამოსამშვიდობებლად ემზადება