ჩხეტიანმა კოლხეთი ჩაიბარა
ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთში“ მიმდინარე სეზონში მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალა. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურში, საკუთარ სტადიონზე „სამგურალთან“ (3:3) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კლიმენტი წიტაიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად კახა ჩხეტიანი დაინიშნა. წიტაიშვილი დროებითი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა და ის კლუბს დავით კვირკველიას წასვლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე მატჩში ხელმძღვანელობდა.
ჩხეტიანის სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები მის მშობლიურ გუნდ, „ტორპედოსთან“ ასოცირდება. 2017 წლიდან 2022 წლამდე მისი ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა 6 ტიტული მოიგეს. „ტორპედო“ 2016 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა, რასაც 2017 წელს Crystalbet ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა მოჰყვა. 2018 წელს ქუთაისელები როგორც თასის, ასევე სუპერ თასის ტრიუმფატორები გახდნენ, რომელიც ერთი წლის შემდეგ ასევე მოიგეს. 2022 წელს კი ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მესამედ მოიპოვა.
ცამეტი ტურის შემდეგ 14 ქულით „კოლხეთი“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. ჩხეტიანის დებიუტი კი ახალი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 15 მაისს, სტუმრად „თელავთან“ მატჩში შედგება.