თორნიკე შენგელია, მარკო ბელინელი
Aa
Aa

ვირტუსის მთავარი იმედია - იტალიელები შენგელიაზე

დღეს, „ვირტუსი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც თორნიკე შენგელიაა, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპს დაიწყებს და „ტორნტონასთან“ მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ოქროს მედლების მოპოვების მთავარი კანდიდატები ბოლონიელები და „ოლიმპია მილანო“ არიან, თუმცა ყველა თვლის, რომ სიურპრიზების შეთავაზება გულშემატკივრისთვის „ვენეციას“ და „ბრეშასაც“ შეუძლია. ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემაში პლეი ოფების შესახებ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუსის“ მთავარ დასაყრდენად და იმედად იყო მოხსენიებული.

რას წერენ შენგელიაზე

ბოლონიური გუნდი უნდა შეეცადოს და შარშანწინ და შარშან მოპოვებული ვერცხლის მედლების შემდეგ, წელს ჩემპიონის ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნოს. ამაში კი გუნდს ყველაზე მეტად თორნიკე შენგელიას და მარკო ბელინელის იმედი უნდა ჰქონდეს. ქართველს იტალიის ჩემპიონატის მსგავსად, წლევანდელ სეზონში ევროლიგაშიც საოცარი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა იქ მისმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია. სერია A-ში გამარჯვება კი სავსებით შესაძლებელია.

იტალიის წლევანდელი პირველობის რეგულარულ სეზონში 32 წლის შენგელია საშუალოდ 14 ქულას, 5 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. რაც შეეხება ევროლიგას, 33 შეხვედრაში მის ანგარიშზე 480 ქულა, 166 მოხსნა და 110 შედეგიანი გადაცემა იყო. ყველაზე მეტი 27 ქულა თოკომ 8 დეკემბერს „მაკაბისთან“ შეხვედრაში დააგროვა, ორმაგი დუბლი მხოლოდ ერთხელ „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ შეასრულა და ოცდაცამეტი მატჩიდან თორმეტში თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას დარჩენა სურს - ბოლონიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შენგელიას დარჩენა სურს - ბოლონიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს