ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი
Aa
Aa

პარმა და კომო სერია A-ში | ლოჩოშვილის მეტოქე და გელაშვილის სპეციას გამარჯვება

იტალიის სერია B-ს ბოლო ტურში, სერიოზული ინტრიგა იყო დარჩენილი და გავიგეთ გუნდების ვინაობა, რომლებიც უმაღლეს დივიზიონში პირდაპირ გადავიდნენ. „პარმას“ სერია A-ს საგზური განაღდებული ჰქონდა და „კროჩიატისთან“ ერთად უმაღლეს დივიზიონში „კომოს“ ვიხილავთ.

„ლურჯებმა“ ბოლო ტურში „კოზენცასთან“ ფრედ ითამაშეს და მეორე ადგილი გაინაღდეს. „კომო“ სერია A-ში პირდაპირ ისტორიაში მეექვსედ გადავიდა და უმაღლეს დივიზიონში 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ბოლოს ისინი სერია A-ში 2002-03 წლების სეზონში თამაშობდნენ. აღსანიშნავია, რომ „კომოს“ წილის მფლობელები ტიერი ანრი და სესკ ფაბრეგასი არიან.

უმაღლესი დივიზიონის მესამე საგზურისთვის „ვენეცია“, „კრემონეზე“, „კატანძარო“, „პალერმო“, „სამპდორია“ და „ბრეშა“ იბრძოლებენ. ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ მე-4 ადგილი დაიკავა, რის წყალობითაც, პირველ რაუნდში დაისვენებს და ნახევარფინალში „კატანძარო“/„ბრეშას“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. „პალერმო“/„სამპდორიას“ მოგებული „ვენეციაზე“ გავა. პირველი რაუნდი ერთმატჩიანია, ნახევარფინალები და ფინალები - ორმატჩიანი.

სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა ივა გელაშვილის „სპეციამ“. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო ტურში „ვენეციას“ 2:1 მოუგო და შეეძლება, მომდევნო სეზონისთვის მშვიდად იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეცში ისევ ბრწყინავს“ | ნიდერლანდური გამოცემის სტატია მიქაუტაძეზე
„მეცში ისევ ბრწყინავს“ | ნიდერლანდური გამოცემის სტატია მიქაუტაძეზე