გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეცში ისევ ბრწყინავს“ | ნიდერლანდური გამოცემის სტატია მიქაუტაძეზე

ნიდერლანდური გამოცემა, Soccernews.nl-ი გიორგი მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ავტორის თქმით, მიქაუტაძე „მეცში“ ბრწყინავს და დიდი შანსია, მისმა სათამაშო ფორმამ ბევრი კლუბის ყურადღება მიიქციოს.

„აიაქსმა გიორგი მიქაუტაძე გასულ ზაფხულს, ბევრი მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორის, სვენ მისლინტატის მიერ დამატებულმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნახევარში პროგრესს ვერ მიაღწია და ზამთარში, მეცში დააბრუნეს. ეს ძალიან წარმატებული გარიგება გამოდგა, რადგან მიქაუტაძეს საფრანგეთში გოლი გოლზე გააქვს და ატლეტიკოს ყურადღებაც მიიპყრო.

ქართველი ფეხბურთელი მეცში ბრწყინავს და ბოლო 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, კლუბში დაბრუნების შემდეგ კი 12 ბურთი შეაგდო და ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირების ტოპ 10-ში შევიდა. გიორგიმ, ვის ანგარიშზე 4 ასისტიცაა, აიაქსში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ ისევ ამსტერდამული კლუბის საკუთრებაა და მთავარი შეკითხვა ისაა, აიაქსი მას კიდევ ერთ შანსს მისცემს თუ არა.

კარგი სათამაშო ფორმის წყალობით, მისით ატლეტიკო დაინტერესდა და გასაკვირი არ იქნება თუ სხვა კლუბების ყურადღების ცენტრშიც მოექცევა. მიქაუტაძის ტრანსფერი აიაქსსაც გამოადგება, რადგან მიღებული თანხა საშუალებას მისცემს, ბაზარზე აქტიური იყოს“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

ცნობისთვის, 2024 წლის მონაცემებით, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც პროცენტულობით, საკუთარი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლეულს, მიქაუტაძეს „მეცის“ გოლების 72 პროცენტში (18-დან 13 გოლი) მიუღია მონაწილეობა და მასზე უკეთესი შედეგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არავის აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა