გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„ერთი შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ...“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძის წითელზე

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლაშლო ბოლონიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. რუმინელ სპეციალისტს გიორგი მიქაუტაძის გაუქმებულ წითელ ბარათზეც ჰკითხეს და ბოლონიმ განაცხადა, რომ „მეცმა“ მსაჯის მხოლოდ ერთი შეცდომა გამოასწორა.

„რა თქმა უნდა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ შვება მოგვგვარა. მსაჯის შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ ქულები ვერ დავიბრუნეთ. რენთან მატჩში გარდამტეხი მომენტი ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო, რომელიც ჩემი აზრით, ასევე შეცდომა გახლდათ. შეცდომა, რომელმაც შეიძლება გავლენა კლუბის მომავალზე მოახდინოს.

სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ მომინელებია ის, რაც მოხდა. სადაც არ უნდა მუშაობდე, რისკი მაქსიმალურად უნდა აირიდო თავიდან და ყველა შანსი გამოიყენო, რათა დავალება მაღალ დონეზე შეასრულო. არ მესმის, როგორ შეიძლება შენს განკარგულებაში იყოს ხელსაწყო (VAR-ს გულისხმობს) და ის არ გამოიყენო. ცხოვრებაში შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ უდიდესი შეცდომა ისაა თუ მათ გამოსასწორებლად ყველაფერს არ აკეთებ“.

ცნობისთვის, 18-გუნდიან ლიგა 1-ში „მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და „ლე ავრს“ 3 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „მეცის“ მომდევნო მეტოქეები „სტრასბურგი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა