თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

„ერთი კაცის შოუ არაა“ | FIBA-ს სტატია საქართველოს ნაკრებზე

FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის მებრძოლ საკალათბურთო ნაკრებებს სტატია მიუძღვნა. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე თამაშის შანსი საქართველოსაც აქვს და FIBA-ს ყურადღების ცენტრში ჩვენი ეროვნული გუნდიც მოექცა.

„დროა გავიცნოთ 6 ნაკრები, რომლებიც ლატვიაში გასამართ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებენ. ამ სტატიაში, თქვენ წინაშეა საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად იასპარეზებს და იმედი აქვს, რომ ისტორიას კიდევ ერთხელ დაწერს.

ზედიზედ 5 ევრობასკეტზე თამაშის შემდეგ, საქართველო როგორც იქნა, გლობალურ სცენაზეც გავიდა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ევროპელებმა სადებიუტო გამარჯვება კაბო ვერდესთან მოიპოვეს, შემდეგ სლოვენიასთან დამარცხდნენ, მეორე ჯგუფის საგზური კი ვენესუელასთან მოგებით გაინაღდეს. საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ოლიმპიადაზე პირველად გავა. მათ პირველი ოფიციალური შეხვედრა 1995 წელს გამართეს და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ ძლიერ ძალად იქცნენ. ქართველებს პირველი შეხვედრა მასპინძელ ლატვიასთან ელით, მეორე თამაშში კი ფილიპინებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, მათი მეტოქე ბრაზილია, კამერუნი ან მონტენეგრო იქნება.

საქართველოს ნაკრების სული და გული თორნიკე შენგელიაა. მძიმე ფორვარდი, რომელსაც საკუთარი მრავალმხრივობისა და უნარების წყალობით, მეტოქე გუნდების დაცვისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია და სასურველ გაცვლებს იღებს. საქართველოს ნაკრები ერთი კალათბურთელის შოუ არაა. მათ ჰყავთ NBA-ის წარმომადგენელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც უკვე ორ დიდ ტურნირზე იასპარეზა და ტრავმირებული შენგელიას არყოფნაში, გაიბრწყინა. მამუ საშუალოდ 15.2 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა.

მამუკელაშვილისა და შენგელიას დუეტს გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე ემატებიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო სამწამიანში უძლიერესი გუნდია, თუმცა, შერმადინმა შესაძლოა, საკვალიფიკაციო ეტაპი ტრავმის გამო გამოტოვოს. საქართველოს თავკაცმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გამთამაშებლის პოზიციაზე ჯო ტომასონი დაიმატა. რატი ანდრონიკაშვილი 23 წლისაა და ზაფხულში, მეშვიდე წელი იქნება, რაც ნაკრებში თამაშობს. ქართველებს ასევე ჰყავთ გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა“, - წერს FIBA“.

ცნობისთვის, ოლიმპიადის საგზურისთვის ლატვიაში იბრძოლებს და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები ჯგუფში ლატვია და ფილიპინები არიან. აქედან ორი გუნდი გადის, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ქართველები კალათბურთელები ნახევარფინალში ბრაზილიის, მონტენეგროსა და კამერუნს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა, კვარა დადებითად არის განწყობილი...“
„მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა, კვარა დადებითად არის განწყობილი...“