ჟორჟე მენდეში, გიგი გოგია
Aa
Aa

ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

CrystalSport-ის ინფორმაციით, 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიგი გოგიამ „რიუ ავესთან'' 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში ივლისში შევა. გიგი „რიუ ავეს'' გასულ ზამთარში შეუერთდა, ამ ეტაპზე „რიუ ავეს“ 19 და 23 წლამდე გუნდებში ვარჯიშობს. კონტრაქტის მიხედვით, ახალ სეზონში გიგის „რიუ ავეს'' პირველ გუნდში თამაშიც შეეძლება.

ავტორიტეტული სააგენტოს, Gestifute-ს წარმომადგენლებმა გიგი გოგია „ლუტონის“ ასაკობრივი გუნდის შეხვედრაში ნახეს, მისი ტექნიკური შესაძლებლობები მოეწონათ და „რიუ ავეში'' მიიწვიეს.„რიუ ავეში'' გიგისთან ერთად 19 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძეა, რომელიც „რიუ ავეს'' აღზრდილია და პორტუგალიურ კლუბში მის მიმართ დიდი მოლოდინია.

Gestifute-ს ხელმძღვანელი ჟორჟე მენდეშია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავთან, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობდა. ჟორჟე მენდეშის პარტნიორი ჟორჟე პირესია, რომელიც გიგი გოგიას პორტუგალიურ კლუბში გადასვლაში აქტიურად მონაწილეობდა. აღნიშნული სააგენტო მთელს მსოფლიოში ცნობილია, განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტით ესპანეთსა და პორტუგალიაში სარგებლობს.

გიგი გოგია „ათიანის“, მარცხენა გარემარბისა და მარჯვენა გარემარბის პოზიციებზე თამაშობს. მისი მეოთხე პოზიცია მარცხენა მცველია. მას „ჩარლტონის“, ქპრ-ს, „ფლიტვუდ თაუნსა“ და „ლუტონის“ საფეხბურთო აკადემიებში უთამაშია. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. 

2022 წელს გიგი გოგია გიორგი ხიზანიშვილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში მიიწვია, თუმცა ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და 32-ე წუთზე შეცვალეს, რის გამოც დაახლოებით სამი თვე გაუცდა. გიგის საქართველოს 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები