მატიის დე ლიხტი, ანტონიო მატეუ ლაოსი
Aa
Aa

მატეუ ლაოსი: დე ლიხტის გოლის დროს რაც მოხდა კატასტროფა იყო

FIFA-ს ყოფილმა არბიტრმა, ესპანელმა ანტონიო მატეუ ლაოსმა, რომელმაც სამსაჯო კარიერა უკვე დაასრულა, მადრიდის „რეალთან“ მატიის დე ლიხტის არჩათვლილ გოლზე ისაუბრა.

„რაც მოხდა, ეს კატასტროფა იყო. რომელიც არავის სურდა, რომ მომხდარიყო. ნაადრევმა სასტვენმა ვიდეო რეფერის გამოყენებას ხელი შეუშალა. ყველაზე უარესი, რომ რაც მსაჯობის თვალსაზრისით შეიძლებოდა მომხდარიყო.

თამაშს აჩერებს, არა გვერდითი არბიტრის დროშის აღმართვა, არამედ მთავარი არბიტრის სასტვენი. მსაჯებიც სპორტსმენები არიან და შეცდომებს ისინიც უშვებენ“.

- განაცხადა ლაოსმა.

დე ლიხტის გოლის მომენტში შიმონ მარჩინიაკმა ნაადრევად დასტვინა, რამაც „რეალის“ ფეხბურთელების გაჩერება გამოიწვია, სტუმრებმა კი თამაში განაგრძეს და გაიტანეს კიდეც. რთული სათქმელია, რომ არა ეს შეცდომა გავიდოდა თუ არა გოლი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის შემდეგ, მარჩინიაკმა „ბაიერნის“ ფეხბურთელებს ბოდიში მოუხადა და თავისი შეცდომა აღიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში არიან | ბუდუს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ბუნდესლიგაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში არიან | ბუდუს ახალი მსურველი გამოუჩნდა