ოლივერ კანი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

„ეს მეკარის რთული ცხოვრების ნაწილია“ - კანი ნოიერის შეცდომაზე

ოლივერ კანმა მადრიდის „რეალთან" ნახევარფინალურ მატჩში მანუელ ნოიერის შეცდომაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტებმა კანს პარალელი გაუვლეს 2002 წლის მუნდიალის ფინალში მის შეცდომასა და ნოიერის ამჟამინდელ მომენტს შორის.

„2002 წელს ჯერ კიდევ გვქონდა დრო, რომ სიტუაცია გამოგვესწორებინა. სამწუხაროდ, მანუელმა 88-ე წუთზე დაუშვა შეცდომა. მანამდე მან რთული ბურთები მოიგერია. ეს ყველაფერი მეკარის რთული ცხოვრების ნაწილია.

მანუელი ამ საქმეში საკმარისად გამოცდილია. ბაიერნი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მე ბიჭების მიმართ სოლიდარული ვარ და მათ შრომას პატივს ვცემ".

- განუცხადა Sport Bild-ს „ბაიერნის“ ყოფილმა მეკარემ და კლუბის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიასთან ფინალში, ოლივერ კანმა ხელი იტკინა, რასაც 67-ე წუთზე მისი შეცდომა და რონალდოს გოლი მოჰყვა. გერმანიამ მატჩი 0:2 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიგიჟის ზღვარზე | ლევერკუზენის მორიგი რეკორდი და კიდევ 1-ის მოლოდინში
სიგიჟის ზღვარზე | ლევერკუზენის მორიგი რეკორდი და კიდევ 1-ის მოლოდინში