გიორგი ნავალოვსკი, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები
Aa
Aa

ფრე პორტუგალიასთან | საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის თასზე მეორე შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში თურქეთს 3:1 მოუგო, პორტუგალიასთან კი ქულას დასჯერდა და ჯგუფიდან გავიდა.

შეხვედრაში ანგარიში პორტუგალიელებმა გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს, ჟოზე ალფრედუმ შორიდან გაისროლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ქართველებმა თამაშში წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს. თავი გიორგი ნავალოვსკიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებების გარდა, ჩვენს ჯგუფში მოლდოვაც იმყოფება. დღეს, ტურნირის მასპინძელი თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. ამრიგად, 2 ტურის შემდეგ საქართველო 4 ქულით ჯგუფის ლიდერია და პლეიოფში ითამაშებს.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ტურნირის მასპინძელთან გამართავს და ხვალ მოლდოვას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი მატადორს ჰგავს, მერაბი - ხარს“ | რას ამბობს UFC-ის ლეგენდა
„ომალი მატადორს ჰგავს, მერაბი - ხარს“ | რას ამბობს UFC-ის ლეგენდა