რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია | კავკასიელი 8 ივნისს იჩხუბებს
რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ენტონი ერნანდესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 30 წლის მებრძოლმა ტრავმა მიიღო და ჩხუბს ჩაეხსნა. UFC-იმ „კავკასიელს“ ახალი მოწინააღმდეგე უპოვა და დოლიძეს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
ცნობილი ჟურნალისტის, მარსელ დორფის ინფორმაციით, დოლიძე მიჩელ პერეირას შეხვდება. მათი დაპირისპირება 3-რაუნდიანი იქნება და აშშ-ის დროით 8 ივნისს, თბილისის დროით კი 9 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას ლუისვილში მდებარე KFC YUM ცენტრი უმასპინძლებს.
????????#UFCLouisville????????
— Marcel Dorff ???????????????? (@BigMarcel24) May 9, 2024
Banger in Louisville, Kentucky!!
Roman Dolidze (#11) takes on Michel Pereira (#13) on June 8th at the KFC Yum! Center in a 3-round middleweight battle!! pic.twitter.com/FHlmgVYVxT
პერეირა გამოცდილი მებრძოლია, რომელიც არაორდინალური სტილით გამოირჩევა. ბრაზილიელს კარიერაში 44 ჩხუბი აქვს გამართული და 31-ჯერ იმარჯვა. 11-ჯერ მან ნოკაუტით მოიგო, 9-ჯერ საბმიშენით, 11-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.
პერეირა UFC-ში 2019 წლიდან გამოდის და ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს. ბოლოს მან 4 მაისს იჩხუბა და იჰორ პოტიერიას პირველ რაუნდში გაფორმებული საბმიშენით აჯობა. პერეირა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-13 ადგილს იკავებს.