კრიშტიანუ რონალდუ, სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

5-გოლიანი დრამა | კვერკველიას გუნდი რონალდუს ალ ნასრთან დამარცხდა

საუდის არაბეთის პრო ლიგის 31-ე ტურში ერთმანეთს „ალ ახდუდი“ და „ალ ნასრი“ დაუპირისპირდნენ. სოლომონ კვერკველიასა და კრიშტიანუ რონალდუს გუნდები. მატჩი კი პორტუგალიელის კლუბმა 3:2 მოიგო.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინალიც ჰქონდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ბროზოვიჩისა და რონალდუს გოლებით მოიგეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, რის შემდეგაც ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 91-ე წუთზე ბროზოვიჩმა დუბლი გაიფორმა და „ალ ნასრის“ სამი ქულა მოუტანა.


რაც შეეხება 32 წლის სოლომონ კვერკველიას, ის ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. პირველი გოლის მომენტში ბურთის უკეთ ამოტანა შეეძლო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში  „ალ ახდუდის“ მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ალ ახდუდი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-15 ადგილზეა. „ალ ნასრი“ კი 77 ქულით მეორეა და ლიდერ „ალ ჰილალს“ 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღია და პოზიტიური დიალოგი“ | შტურმი კიტეს შენარჩუნებას აპირებს
„ღია და პოზიტიური დიალოგი“ | შტურმი კიტეს შენარჩუნებას აპირებს