ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ღია და პოზიტიური დიალოგი“ | შტურმი კიტეს შენარჩუნებას აპირებს

„შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა. „კიტეს“ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და შიკერის თქმით, გრაცელებს მასთან პოზიტიური მოლაპარაკებები ჰქონდათ.

„უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, ავსტრიის ჩემპიონატი როგორ დასრულდება. ფეხბურთელებთან, რომლებსაც ხელშეკრულება ეწურებათ, ძალიან ღია და პოზიტიური საუბრები გვაქვს და მოვლენების განვითარებას ველოდებით.

თუ შტურმმა მიმდინარე სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია, ვეცდებით, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობის მოპოვება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრება გარდამტეხი ფაქტორი იქნება და ვნახოთ, რა მოხდება“.

ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და „შტურმი“ მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 12 მაისს გამართავენ და სტუმრად „ლასკს“ დაუპირისპირდებიან. ასე რომ, არის შანსი, „კიტეს“ გუნდი ჩემპიონი უახლოეს დღეებში გახდეს.

ქართველ ფეხბურთელს რაც შეეხება, მას შეთავაზებები უცხოური კლუბებიდან აქვს. დაიწერა „ცრვენა ზვეზდას“ ვარიანტზე და გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესი გერმანიიდანაც არსებობს. კიტეიშვილს „გლადბახი“ აკვირდება და ოთარი კიდევ რამდენიმე კლუბის რადარზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს