მიულერი მსაჯობაზე: აქ მადრიდში ასეთები ხშირად ხდება
ტომას მიულერმა მადრიდის „რეალთან" მატჩში მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა.
მიულერი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მატიის დე ლიხტის გაუქმებული გოლის შესახებ და „რეალის“ მიმართ არბიტრების სიმპათიაზე საუბრობს.
„მან (მარჩინიაკმა) არ უყურა კადრებს და ვიდეო რეფერი არ გამოიყენა. თავს არ აძლევდა ამის ყურების საშუალებას. ძალიან უცნაურია ასეთ სიტუაციაში ასე სწრაფად დასტვენა.
ეს, აქ მადრიდში ხშირად ხდება. ეს განვიცადე რამდენიმე წლის წინაც, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ თამაშგარე მდგომარეობიდან ორი გოლი გაიტანა“,
- განაცხადა მიულერმა.
არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა მატიის დე ლიხტიც, თუმცა ნიდერლანდელი თვლის, რომ „რეალმა“ მაინც სამართლიანად მოიგო.
„თამაშგარე მდგომარეობა? ჩვენ ყველამ ვიცით საფეხბურთო წესები. თუ თამაშგარე არ არის ნათელი, მსაჯმა ეპიზოდის დასრულება უნდა გვაცადოს. ახლა მსაჯზე საუბარი ადვილია, მაგრამ რეალმა გამარჯვება დაიმსახურა.“
შეგახსენებთ, რომ ფინალი „დორტმუნდსა“ და „რეალს“ შორის, 1 ივნისს ლონდონში „უემბლიზე“ გაიმართება.