გიორგი მიქაუტაძე, კილიან მბაპე, გონსალუ რამუში
Aa
Aa

მხოლოდ მბაპესა და რამუშს ჩამორჩება | მიქაუტაძის მაგარი შედეგი ლიგა 1-ში

გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და „მეცის“ ბოლო 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ბრესტსა“ და „ლანსს“ დუბლი შეუსრულა, ხოლო „ლე ავრთან“, „ლილთან“ და „რენთან“ თითო-თითო ბურთი შეაგდო.

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, DataMB-მა მიქაუტაძესთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. DataMB-ის მიხედვით, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, ყოველ 90 წუთში გატანილი გოლების საშუალო რაოდენობით (0.64), გიორგი მხოლოდ კილიან მბაპესა და გონსალუ რამუშს ჩამორჩება.

ცნობისთვის, 2024 წლის მონაცემებით, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც პროცენტულობით, საკუთარი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლეულს, მიქაუტაძეს „მეცის“ გოლების 72 პროცენტში (18-დან 13 გოლი) მიუღია მონაწილეობა და მასზე უკეთესი შედეგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არავის აქვს.

მიქაუტაძის ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, „მეცი“ რთულ მდგომარეობაში იმყოფება და 29 ქულით მე-16 ადგილზეა. თუ არაფერი შეიცვალა, ქართველი ფეხბურთელის გუნდი პლეიაუტში ითამაშებს და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს