მერაბ დვალიშვილი, ვიაჩესლავ ბორშჩევი
Aa
Aa

„რუსოფობია აქვს და არც მალავს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილზე

ვიაჩესლავ ბორშჩევი UFC-ის რუსი მებრძოლია და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბორშჩევმა „მანქანასთან“ შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ დვალიშვილს რუსოფობია აქვს, რომელსაც არც მალავს.

„UFC-ის ხელმძღვანელები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ. მერაბის შემთხვევაში, საუბარია წმინდა პოლიტიკურ, თანაც ნეგატიურ ხედვებზე, რომელთა გამოც, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს რუსოფობია, რომელსაც არ მალავს და ეს ძალიან არ მომწონს.

გამოვხატე თუ არა ჩემი პოზიცია დვალიშვილთან მის რუსოფობიასთან დაკავშირებით? არა, არაფერი მითქვამს. მერაბთან დიალოგი მქონდა, ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენ-ჩვენ გზებზე წავედით, შემდეგ კი სულელივით მოიქცა და დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოგვივიდა. მეგონა, ერთმანეთს გავუგეთ, როცა საკუთარი პოზიციები დავაფიქსირეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ თამაშობდა. არ ვიცი... ამ ყველაფერს არასერიოზულად ეკიდება და მოდით, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ“.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ბორშჩევმა მერაბს სულელი უწოდა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაზე სერიოზულ აქცენტს აკეთებს, რის გამოც, მასთან კამათიც მოუვიდა. რუსი მებრძოლის მიხედვით, ის და დვალიშვილი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და პირისპირ მერაბი სხვანაირად იქცევა, სოციალურ ქსელებში კი საერთოდ სხვა ადამიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს