საბა საზონოვი
Aa
Aa

„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს

ორესტე ჩინკვინი „ზენიტის“ ყოფილი სპორტული დირექტორია და რუსეთის ნაკრების ექს-თავკაცის, ფაბიო კაპელოს ასისტენტიც გახლდათ. ჩინკვინიმ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საბა საზონოვზე ისაუბრა და მას რუსეთში დაბრუნება ურჩია.

„საზონოვი სერია A-სთვის მზად უბრალოდ არაა. ჩემი აზრით, მისთვის უკეთესი იქნება თუ რუსეთში დაბრუნდება. ტორინოში, მან ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 12 შეხვედრაში აქვს მიღებული. საბამ მოედანზე საერთო ჯამში, 348 წუთი გაატარა და როგორც თავად განაცხადა, „ლაციოს“, „ინტერისა“ და „რომას“ დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშით კარგი გამოცდილება მიიღო. საზონოვი ტურინში „დინამო მოსკოვიდან“ გადავიდა და „გრანატამ“ მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

გეტყვით იმასაც, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. საზონოვის „ტორინოს“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატა“ მომდევნო მატჩს 12 მაისს გამართავს და სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი მერაბზე: „UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და ცოტა სულელიცაა“
ომალი მერაბზე: „UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და ცოტა სულელიცაა“