გიორგი ლაცაბიძე, აკაკი ჯინჭარაძე, პარაწოლჭიმი
Aa
Aa

1 ოქრო, 1 ბრინჯაო - ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული სტარტი

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე პარაწოლჭიმის მსოფლიოს თასის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აკაკი ჯინჭარაძემ, რომელიც +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, სამი მცდელობის ჯამში 236 კილოგრამი დააფიქსირა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან სამივე შემთხვევაში შტანგა პრობლემების გარეშე დააფიქსირა და მინიმალური შენიშვნაც კი არ მიუღია.

ამავე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთი სპორტსმენი გამოვიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გიორგი ლაცაბიძემ ჯინჭარაძეზე შვიდი კილოგრამით ნაკლები, 229 კილოგრამი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მომდევნო დღეებში ტურნირი სხვადასხვა წონით კატეგორიებში შეჯიბრებით გაგრძელდება და საქართველოს სახელით კიდევ ორი პარასპორტსმენი იასპარეზებს.

2024 წელი პარაწოლჭიმის საერთაშორისო შეჯიბრებებზე ქართველი პარასპორტსმენებისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. ერთი თვის წინ მათ ეგვიპტეში ჩატარებული მსოფლიოს თასის წინა ეტაპი 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარასპორტსმენების ექვსი მედალი მსოფლიოს თასზე
პარასპორტსმენების ექვსი მედალი მსოფლიოს თასზე