მეცი, გიორგი მიქაუტაძე, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

მიქაუტაძე ატლეტიკოში? - სიმეონე ქართველი შემტევით ინტერესდება

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე მადრიდის „ატლეტიკოს“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

ცნობილი ფრანგი ინსაიდერის, რობინ ბაირნეს ინფორმაციით, „როხიბლანკო“ ზაფხულში ქართველი შემტევის დამატებას ეცდება.

ფრანგულ მედიაში იწერება, რომ დიეგო სიმეონემ რამდენჯერმე გააგზავნა კლუბის სკაუტები გიორგი მიქაუტაძის თამაშის ახლოდან სანახავად და ქართველი ფეხბურთელით მოხიბლული დარჩა.

23 წლის შემტევი ამსტერდამის „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს. გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდის ლიდერებს მხოლოდ ამ პირობით გაუშვებენ | მამარდა და ვალენსიას გეგმები
გუნდის ლიდერებს მხოლოდ ამ პირობით გაუშვებენ | მამარდა და ვალენსიას გეგმები