მეცი, გიორგი მიქაუტაძე, პიერ დრეოსი
Aa
Aa

„როდესაც მსაჯმა შეცდომა აღიარა, მე და ჟორჟმა ვთქვით, რომ...“ - მეცის სპორტული დირექტორი

„მეცის“ ოფიციალური გვერდი კლუბის სპორტულ დირექტორთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც პიერ დრეოსი გიორგი მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაუქმებასა და სეზონის დარჩენილ თამაშებზე საუბრობს.

პიერ დრეოსი:

„როდესაც მთავარმა მსაჯმა ეპიზოდის ხელახლა ნახვის შემდეგ აღიარა, რომ გაძევება ლეგიტიმური არ იყო, მე და ჟორჟმა ვთქვით, რომ მის ანალიზს ვეთანხმებოდით. კარგია, რომ განხილვა ცოტა ხანს გაგრძელდა და სწორი გადაწყვეტილების მიღების გამო მოხარულები ვართ“.

„რენთან“ მოგება დავიმსახურეთ. სეზონის მიმდინარეობისას საკუთარ მოედანზე ბევრი თამაში წავაგეთ, მაგრამ ხშირად ეს ისე ხდებოდა, რომ მოგების მცირე შანსები გვქონდა. ვფიქრობ, ამ მატჩშიც ასე იყო... საეჭვო პენალტი დაგვიდეს... ერთი სიტყვით, ამ მატჩის გამო ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ახლა დავიწყების დროა“.

„ახლა, მოთამაშეები აშკარად მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან და ბოლომდე იბრძვიან, სხვა არჩევანი არც გვაქვს. აგვისტოდან ვიცით, რომ რამის მისაღწევად ბოლო დღემდე ბრძოლა იქნება საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, წარუმატებლობა შეიძლება ყველას დაბრალდეს - ჩვენ, ფეხბურთელებს, ან სამწვრთნელო პერსონალს, მაგრამ ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა იმ საშუალებით, რაც გაგვაჩნია“.

„მომავალ ტრანსფერებზე ან განახლებებზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. ამ დროისთვის დისკუსია არავისთან გვაქვს. ახლა, ჩვენი მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა საკითხებზე ფიქრით გონებას არ გავიფანტავთ. რამდენიმე კვირაში გვეცოდინება, ლიგა 1-ში დავრჩებით, თუ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში თამაში მოგვიწევს. ამის შემდეგ კი ფაილების გახსნას შევძლებთ“.

ამ დროისთვის, „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით, ჩემპიონატში დასარჩენ პლეი-ოფის თამაშებში მოუწევს მონაწილეობას. გათამაშების დასრულებამდე 2 ტური არის დარჩენილი, მიქაუტაძის გუნდი კი მე-15 ადგილოსან „ლე ავრის“ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „მეცი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი საკუთარ მოედანზე პსჟ-ს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი