მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ჯერ ომალის დავლეწავ, შემდეგ კი მის მწვრთნელს“ - მერაბის და ომალის მწვრთნელის დაპირისპირება

UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი და ამავე წონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელი სოციალურ ქსელში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ცოტა ხნის წინ, „მანქანამ“ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ომალისთან ერთად მის მწვრთნელ, ტიმ უელჩსაც სცემს.

რა დაწერა მერაბმა:

„გალიის შიგნით ომალის დავლეწავ, შემდეგ კი გალიის გარეთ იმავეს მის მწვრთნელსაც ვუზამ“.

მერაბის პოსტს მალევე უპასუხა შონ ომალის მწვრთნელმა და ტიმ უელჩმა X-ზე, მერაბის მისამართით ასეთი რამ დაწერა.

„შენზე დიდი ფეხბურთის ბურთებისთვის დამირტყამს“.

მოგვიანებით, მერაბისა და უელჩის დიალოგში შონ ომალიც ჩაერთო და მოქმედმა ჩემპიონმა ასეთი პოსტი დაწერა:

„როდესაც შენ დაგამარცხებ, შემდეგ შენს საუკეთესო მეგობარს დავლეწავ. თუმცა, მოიცა, მე ხომ უკვე გავაკეთე ეს?“

„ჰენრი ხომ 15 წუთი გეჭირა? მაგრამ 0 დალეწვა“.

არაოფიციალური ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, ორგანიზაციის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ მართავს ბრძოლას“ - ევლოევმა თოფურიაზე ისაუბრა
„მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ მართავს ბრძოლას“ - ევლოევმა თოფურიაზე ისაუბრა