შოთა არველაძე, ფათიჰ კარაგიუმრუქი
Aa
Aa

არველაძე დამნაშავე არ იყო | თურქული პრესა კარაგიუმრუქს აკრიტიკებს

2024 წლის 9 მარტს, მის ყოფილ კლუბთან „ტრაბზონსპორთან“ სტუმრად 1:5 დამარცხების შემდეგ, შოთა არველაძემ „ფათიჰ კარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. რამდენად იყო მისი წასვლა კლუბის ხელმძღვანელების სურვილიც, ამაზე არც ერთი მხარისგან კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ფაქტი ერთია - შოთას გადადგომის შემდეგ სიტუაცია უარესობისკენ თუ არა, უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეცვლილა, რაზეც ყურადღებას თურქული სპორტული პრესაც ამახვილებს.

თურქეთის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფათიჰ კარაგიუმრუქი“ არსებობის ისტორიაში პირველად სწორედ არველაძის ხელმძღვანელობით გავიდა, „ტრაბზონსპორთან“ ორი მატჩის ჯამში 2-7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შოთას წასვლის შემდეგ კი, მის ნაცვლად დანიშნული ტოლუნაი კაფკაშის ხელმძღვანელობით კლუბმა ჯამში 10 მატჩიდან 3 მოიგო,, 3 ფრედ დაასრულა,, 4 წააგო და ჩემპიონატში გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას „კარაგიუმრუქის„ თამაშის შეფასებისას ერთ-ერთი გამოცემა

რას წერს მედია

არ ვიცით ზუსტად შოთა არველაძე თავისი ნებით გადადგა თუ არა თანამდებობიდან, თუმცა ფაქტია, რომ ის გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაში დამნაშავე არ ყოფილა. ქართველმა თანამდებობა დატოვა „ტრაბზონსპორთან“ ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ და ამ ლოგიკით, გუშინ კაფკაშიც უნდა გადამდგარიყო. პრობლემა სავარაუდოდ სულ სხვა რამეში მდგომარეობს და გაცილებით უფრო კომპლექსურია, რომლის გადასაჭრელადაც სამწვრთნელო ცვლილებაზე მეტის გაკეთებაა საჭირო.

ოცდათხუთმეტი ტურის შემდეგ „ფათიჰ კარაგიუმრუქი“ 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. დარჩენილ სამ ტურში კი არველაძის ყოფილი კლუბი საკუთარ სტადიონზე „გალათასარაისა“ და „სამსუნსპორს“, სტუმრად კი „გაზიანთეფს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე აიაქსის გაწვრთნის კანდიდატია - კლუბის ლეგენდამ შოთაზე ისაუბრა
არველაძე აიაქსის გაწვრთნის კანდიდატია - კლუბის ლეგენდამ შოთაზე ისაუბრა