ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ მართავს ბრძოლას“ - ევლოევმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

რა თქვა ევლოევმა თოფურიაზე:

„როგორც სპორტის გულშემატკივარს, მეც მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ მართავს თოფურია ბრძოლას. ჩემთვის უკვე გავაკეთე შეფასება, ვიცი, როგორ ვიბრძოლებ მასთან და ამას ჯერ არ გეტყვით - რასთან ვიქნები ფრთხილად და რას გამოვიყენებ. ვფიქრობ, სამუშაოს ხუთიანზე შევასრულებ“.

„მან სატიტულო რბოლაში გამასწრო, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ამ მებრძოლის უკან ბრწყინვალედ იმუშავა პიარის მანქანამ. ბიჭები ამბობენ, რომ ვარჯიშზე არა ჩემსავით, მხოლოდ ჩანთით, არამედ მთელ გუნდთან ერთად დადის, რომლებიც მას ვიდეოებს უღებენ, უკეთებენ მასაჟს და ა.შ. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდა და იმ წარმატებას, რომელსაც ეძებდა, სწრაფად მიაღწია“.

„მე, რომელიც სოფლიდან ჩამოსული ბიჭი ვარ, ეს ძალიან მომწონს. 10 წლის წინ რომ ეკითხათ, დავიჯერებდი თუ არა, რომ დღეს UFC-ში მწვერვალზე ვიქნებოდი, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი“.

ამავე ინტერვიუს დროს, ევლოევმა განაცხადა, რომ ის ილია თოფურიასთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ინტერვიუს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევს კარიერაში 18 ბრძოლა გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. UFC-ში ის 2019 წლიდან ასპარეზობს და ბოლო ჩხუბში არნოლდ ალენს მოუგო, რის შემდეგაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

რუსმა მებრძოლმა ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლის სურვილიც გამოთქვა, თუმცა, „მატადორმა“ საპასუხოდ განაცხადა, რომ ევლოევმა ჯერ ერთი ბრძოლა მაინც ვადაზე ადრე უნდა მოიგოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჰქონდეს სატიტულო ბრძოლის მიღების ამბიცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალდო მერაბის ან ომალის მეტოქედ? - კორმიეს და სონენის ანალიზი
ალდო მერაბის ან ომალის მეტოქედ? - კორმიეს და სონენის ანალიზი