ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

დე ლაურენტისი ხვიჩას მამას და აგენტს შეხვდა - ნაპოლიმ პირველი ნაბიჯები გადადგა

გავლენიანი იტალიური გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ნაბიჯები გადადგა.

Gazzetta-ს მტკიცებით, გასულ კვირას აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიასა და აგენტ, მამუკა ჯუღელს შეხვდა, სადაც განახლებული კონტრაქტის პირობები გააცნო.

აურელიო დე ლაურენტისის მიზანია, რომ ქართველი შემტევი მინიმუმ 1 სეზონით შეინარჩუნოს და როგორც Gazzetta წერს, მზადაა ხვიჩას ბონუსების ჩათვლით წლიურად 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

რა წერია სტატიაში:

„კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ცდილობს, რომ სხვა კლუბების ინტერესის გათვალისწინებით „ნაპოლიზე“ ზეწოლა მოახდინოს. კვარას გარემოცვის მოთხოვნა 5 მილიონი ევროა, რომელიც ბონუსებსაც ითვალისწინებს, კლუბის მიზანი კი 4 მილიონ ევროზე შეთანხმება იქნება. მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და ალბათ, საბოლოო შეთანხმების მიღწევას რამდენიმე კვირა დასჭირდება“.

ცნობისთვის, ევროპულ მედიაში არაერთი გუნდის ინტერესზე იწერება. სხვადასხვა სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზაფხულში, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას პსჟ ეცდება. პარიზელები მზად არიან ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100-130 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს
პსჟ-ის და რეალის ინტერესი რეალურია - Corriere ხვიჩას მომავალზე წერს