ხოსელუ
Aa
Aa

ხოსელუ: ადრე რეალის ქომაგი ვიყავი, ახლა კი ამ გუნდის ნაწილი ვარ

„რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩის გმირმა ხოსელუმ შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

„ყოველთვის ვცდილობ მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენო. აი ასეთი გრძნობაა, როცა მადრიდის რეალის გულშემატკივარი ხარ. მე მქონდა საშუალება ამ გუნდისთვის გარედან მექომაგა, როგორც რიგით გულშემატკივარს, ახლა კი მისი ნაწილი ვარ.

ყველა თავდამსხმელი ოცნებობს ასეთ მომენტში გოლის გატანაზე. აქ მოვედი, რათა გუნდს დავეხმარო და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვიცი, რომ სხვა სტილის მოთამაშე ვარ და სხვებისგან განვსხვავდები. ბედნიერი ვარ, რომ ლიგის ფინალში ვითამაშებ.

ბერნაბეუ და დღევანდელი დღე დაუმარცხებელია. ჩვენი ქომაგები შეუდარებლები იყვნენ. ახლა მხოლოდ დღევანდელი დღით მინდა ვიცხოვრო, მომავალზე შემდეგ ვიფიქრებ“.

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება. მატჩი ლონდონში „უემბლიზე“ 1 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა“
ტუხელი: “ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა“