კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“
ესპანური მედია ხშირად წერს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ღამურების“ ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა ისაუბრა.
კანისარესი:
„გუნდში გყავს მამარდაშვილი, რომელიც შესანიშნავი მეკარეა. ვფიქრობ, თუ მისი გაყიდვა სურს „ვალენსიას“ ეს სერიოზული პრობლემაა. თუ მას გაყიდიან, გუნდს აუცილებლად დასჭირდება მისი სრულფასოვანი შემცვლელი.
ასეთი მეკარის სწრაფად მოძიება ადვილი არ არის. ყველაფერი სპორტულ დირექტორზე და მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ვალენსიას“ ორი მეკარის ყიდვა დასჭირდეს.
მოულოდნელობა მამარდაშვილის ტრანსფერზე დაყენება კი არა, ხაუმეს ტრავმა იყო. არსებობენ მეკარეები, რომლებსაც საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ. ჩემი აზრით, „ვალენსია“ სწორედ ასეთ მეკარეებს მიაქცევს ყურადღებას.“
შეგახსენებთ, რომ „ღამურები“ ფინანსურ კრიზისში არიან და მამარდაშვილის გაყიდვა სწორედ ამიტომ სურთ. ქართველის გაყიდვით, ესპანური კლუბი 30-35 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
„ჯვაროსნების“ კარის დარაჯის გადაბირებით „ატლეტიკო“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან. ასევე, რამდენიმე კვირის წინ, ფრანგულმა L’EQUIPE-მა დაწერა, რომ პარი სენ ჟერმენი დონარუმას ასპარეზობით უკმაყოფილოა და გიორგის აკვირდება.